1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №68 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №133(22.396), 19.07.05) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მუზეუმს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით, ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით.
3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი სამეურნეო დარგში. მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილება ხდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე. მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, მუზეუმის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“. |