1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხელოვნების მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №70 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხელოვნების მუზეუმის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №134 (22.396), 19.07.05) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მუზეუმს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში _ მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით, ან მინისტრის წარდგინებით.
3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი - სამეურნეო დარგში. მოადგილეებს შორის ფუნქციები ნაწილდება დირექტორის ბრძანებით. მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით, მუზეუმის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“. |