|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: |
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში (სსმ III, 17.12.2010, №165) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,2. დეპარტამენტის უფროსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“.“ |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|