,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1085
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-05
სარეგისტრაციო კოდი
120340000.08.002.016699
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№1085

         2012 წლის 5 დეკემბერი            

ქ. თბილისი

 

,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ.73) შეტანილ იქნეს ცვლილება  და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული  დებულების XIV თავის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული  შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია