|
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის დამატებითი (მინიმალური და სპეციალური ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
1.
1.მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში: |
ა)
უმაღლესი განათლება; |
ბ)
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; |
გ)
№1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. |
2.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში: |
ა)
გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. |
3.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში: |
ა)
ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმის წარმოების სპეციალური უნარები (დოკუმენტის მიღება ,დოკუმენტის შედგენა და გაგზავნა); |
ბ)
პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები. |
4.
სპეციალური მოთხოვნები : |
ა)
კომუნიკაციის უნარი; |
ბ)
ანალიტიკური აზროვნება; |
გ)
მართვის უნარი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი: |
1.
1. საქართველოს კონსტიტუცია; |
2.
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" |
3.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" |
4.
საქართველოს კანონი ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" |
5.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ". |
6.
საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ" |
7.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; |
8.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; |
9.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); |
10.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; |
11.
საქმის წარმოების ერთიანი წესები. |