„სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1082
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-04
სარეგისტრაციო კოდი
120340000.08.002.016697
„სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 1082

            2012 წლის 4 დეკემბერი      

        ქ.თბილისი

 

„სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებით (სსმ III,  1999 წ., №39(46), მუხ. 701) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 46.

მოქალაქეები, თუ ადრე ცნობილ იქნენ სამხედრო სამსახურისათვის შეზღუდულად ვარგისად ან უვარგისად, შეიძლება განმეორებით შემოწმდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევის შედეგად ადრე დადგენილი დიაგნოზი შეეცვალათ.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია