სსიპ სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მახარაძის საჯარო სკოლისათვის სახელის შეცვლისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
245/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-04
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016511
სსიპ სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მახარაძის საჯარო სკოლისათვის სახელის შეცვლისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №245/ნ

2012 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მახარაძის საჯარო სკოლისათვის სახელის შეცვლისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი – 040.030.000.22.022.007.724) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს  ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-17 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

17

სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა

სოფელი ზემო კაჭრეთი

დაწ-საბ-საშ.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია