შევიდეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ 2012 წლის 2 მაისის №–11 დადგენილებაში ( www.macne.gov.je. 02/05/2012 სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016053) და დადგენილებით დამტკიცებული მე-4 მუხლის, პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
მუხლი 4
1. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებულ პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 100 (ასი) და არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებულ პირებზე, განსაკუთრებულად მძიმე-სოციალურ ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე თანხით 500 (ხუთასი) ლარისა, კომისიასთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობის რწმუნებულისა და საკრებულოს წევრის ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე.
|