|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები თანდართული დანართის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და სხვა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 იანვრის №1 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეების
თანამდებობრივი სარგო |
|