|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2012, 010220000.10.003.016913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე‑2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრისა და მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;“. 2. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) იურიდიული დეპარტამენტი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; გ) საფინანსო დეპარტამენტი; დ) საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი; ე) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.“. 3. მე‑5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑ მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 დეკემბრიდან. |
|