|
„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №3/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
,,ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №3/4 დადგენილებაში (სსმ, 29/02/2012, კოდი 010250020.35.111.016117), კერძოდ: ამოღებულ იქნეს დადგენილების პრეამბულაში „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|