„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-11-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-22
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.110.016104
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2012 წლის 20 ნოემბერი

ქ. აბაშა

 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ'' აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ'' აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №37 დადგენილებაში (ვებგვერდი, 130111, 13/01/2011. სარეგ. კოდი 010320000.35110016027) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. 
მუხლი 2
დადგენილების დანართის მე-2, მე-3 და მე-4 გრაფების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე,  ხოლო დანარჩენი გრაფების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედავით კაჭარავა



დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

1

გამგებელი

2650

2

გამგებლის მოადგილე

1300

3

სამსახურის უფროსი

1000

4

მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი  –  მუნიციპალიტეტის რწმუნებული

1000

5

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

6

გამგებლის თანაშემწე

790

7

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 

ა)

მთავარი სპეციალისტი

560

ბ)

წამყვანი სპეციალისტი

540

გ)

უფროსი სპეციალისტი

520

დ)

მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

490

ე)

სპეციალისტი

440

 

კრებსითი — სრული ვერსია