„აბაშის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-11-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-22
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.110.016103
„აბაშის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                       

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2012 წლის 20 ნოემბერი

ქ. აბაშა



 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ' აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი' ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე' საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების დანართი №4-ის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ოქტომბრის  №28 დადგენილებაში  (სსმ, ვებგვერდი,23/10/2012; სარეგ. კოდი: 010320000.35.110.016101) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. 
მუხლი 2
დანართი №1-ის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 გრაფების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო დანარჩენი გრაფების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედავით კაჭარავა



დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე

1700

3

კომისიის თავმჯდომარე

1350

4

ფრაქციის თავმჯდომარე

1350

5

აპარატის უფროსი

1000

6

სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

790

7

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი მ.შ.

 

ა)

მთავარი სპეციალისტი

560

 


კრებსითი — სრული ვერსია