„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-20
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.154.016113
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2012 წლის 19 ნოემბერი

დაბა თიანეთი

 

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

შეტანილი იქნეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №35 დადგენილების (სსმ, 30.10.2012, სარეგისტრაციო კოდი: 190004000.35.154.016110) მე-3 მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან  წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური

კრებსითი — სრული ვერსია