|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ 2005 წლის 29 აგვისტოს №726 და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთი №1 დანართის შესაბამისად. |
2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 7 თებერვალის №4 დადგენილება. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
|