|
,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: |
1.
საქართველო შეუერთდეს „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ 1979 წლის კონვენციის ოქმს „ევროპაში ჰაერის დამაბინძურებლების შორ მანძილებზე გავრცელების მონიტორინგისა და შეფასების ერთობლივი პროგრამის (EMEP) გრძელვადიანი დაფინანსების თაობაზე“. |
2.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმთან საქართველოს შეერთების შესახებ და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. |
|