„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 100110000.22.038.016006, 01/11/2010) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. როგორც წესი, ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე საბჭოში შემოსული შუამდგომლობები, რომლებიც წარმოებაში იქნება მიღებული, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე.“. |