წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-06
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.155.016095
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
(ძალადაკარგულია - 06.10.14, №31)

                                                                                                                                      

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2012 წლის 9 ნოემბერი

ქ. წალკა


 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326   მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად,

      წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა „წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 09 ნოემბრის №28 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ზღვრული მოცულობა, თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 3
დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალდაკარგულად გამოცხადდეს „წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 დეკემბრის №55 დადგენილება (ვებგვერდი 111221031, 26/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.155.016062).

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაჩიტიძე

კრებსითი — სრული ვერსია