„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1839; სარეგისტრაციო კოდი – 300160080.22.022.016013) დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურებში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ დანართის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“ |