|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 462) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“. 2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური.“. 3. 22‑ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე მუხლი: „მუხლი 46. პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) მინისტრის მოადგილისათვის – საპარლამენტო მდივნისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|