„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გ. ბარამიძისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ნოემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1018
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-11-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-05
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016684
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გ. ბარამიძისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ნოემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1018

2012 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გ. ბარამიძისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ნოემბრის №543 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გ. ბარამიძისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ნოემბრის №543 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №138, მუხ. 1143) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების სათაური და პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისათვის ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციების დაკისრების შესახებ

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს დაეკისროს ევროკავშირის პროგრამების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციები:“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია