„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 462) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას.“.
2. მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|