|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 135) და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს ფინანსთა მინისტრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი; საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის მდივანი. 2. სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|