შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 31 აგვისტოს №123 დადგენილებაში /სსმ
matsne@justice.gov.ge 08.09.2011.010250020.35.123.016075/, კერძოდ, დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. 2013 წლის 30 სექტემბრამდე, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, დასაშვებია თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას, თავდაპირველად გამოყენებულ იქნეს საჯარო აუქციონის ფორმაც“.