|
„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №3/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №3/4 დადგენილებაში (სსმ, 29\02\2012, კოდი: 010250020.35.111.016117) კერძოდ: საკრებულოს კომისიის თავმჯდომარისა და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით და დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1 |
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები |
|