|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 ოქტომბრის №24 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 19/10 2012, 190040000.35.138.016077) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №3-ის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,ა. სამსახურის უფროსი - 1000” . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან. |
|