საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
173
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-11-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016381
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №173

2012 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – „სმართ ლოჯიქის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №28 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 28/02/2012, 040030000.22.027.016245) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „სმართ ლოჯიქის“ დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „სმართ ლოჯიქის“ დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

კრებსითი — სრული ვერსია