„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-05
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.105.016096
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2012 წლის 29 ოქტომბერი

ქ.ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური მშენებლობის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17 დადგენილებაში  (სსმ, 21/03/2012   სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.105.016077) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
 

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით  შესრულებული სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოების, დემონტაჟის ინსპექტირება, მიღება-ჩაბარება,  დოკუმენტაციის მოწესრიგება, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დარგის სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების მონაწილეობით.“.

მუხლი 2
დადგენილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.
მუხლი 3
მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას;
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია

კრებსითი — სრული ვერსია