|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 16/01/2012, 280120000.35.143.016082) დამტკიცებული წესის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა წინამდებარე წესითა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 435 000 ლარით განისაზღვრება.“. |
2.
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|