საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2012-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-26
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016066
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №47

2012 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 130-ე მუხლით დადგენილ ვადებში ჩასატარებელი პროცედურების დაწვრილებით აღწერის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, პროპორციული წესით  არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს პარლამენტის წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადაში თანხმობის/უარის განცხადების თაობაზე.
მუხლი 2
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ადგილმონაცვლის მიერ დადგენილ ვადაში თანხმობის მიღების შემთხვევაში, განკარგულებით ცნობს მას ადგილმონაცვლედ და დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს ადგილმონაცვლის თაობაზე.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,  №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია