დუშეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-31
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.152.016097
დუშეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2012 წლის 26 ოქტომბერი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №18 დადგენილებით დამტკიცებული დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის “ო“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა) და მათი აღწერილობები დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია