|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს სხდომებში, მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად და ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების ოდენობა, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დაევალოს საკრებულოს აპარატის უფროსს, ყოველთვიურად, სისტემატიზებული სახით, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს ინფორმაცია, საკრებულოს წევრთა სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის შესახებ, რაზედაც უნდა შემუშავდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი, საკრებულოს წევრთა ანაზღაურების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 მაისის №21 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი |
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა |
|