|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 03/06/2012წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016050). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 05.12.2012წ. |
| მუხლი 4 |
დადგენილების №1 დანართის პირველი, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 5 |
დადგენილების №1 დანართის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 6 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
დანართი №1
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
|