|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანდართული თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად. |
2.
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 მარტის №10 დადგენილება. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები |
|