თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-19
სარეგისტრაციო კოდი
190004000.35.154.016110
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 19.03.2015, N19)

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2012 წლის 25 ოქტომბერი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №18 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან  წარმოშობილ ურთიერთობებზე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 20.11.2012 წ.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური



თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

1

2

3

1

გამგებელი

2500

2

გამგებლის მოადგილე

1300

3

სამსახურის უფროსი

1000

4

განყოფილების უფროსი

810

5

გამგებლის თანაშემწე

790

6

გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

900

7

მთავარი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

560

8

 წამყვანი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

540

 

9

უფროსი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

520

 

10

სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

400

 

11

დარაჯი

200

 

12

მეხანძრე

300

 

13

მძღოლი

300

 

14

დამლაგებელი

200

 

   
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 31.12.2012 წ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
  

კრებსითი — სრული ვერსია