გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.161.016106
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ
(ძალადაკარგულია - 26.02.15 №21)

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2012 წლის 24 ოქტომბერი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 

განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო შემდეგნაირად:

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო      (ლარობით)

1

საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი

                    2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

                    1700

3

გამგებლის მოადგილე

                    1300

4

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

                    1000

5

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

                    1350

6

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

                      810

7

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

                      790

8

მთავარი სპეციალისტი

                      560

9

წამყვანი სპეციალისტი

                      545

10

უფროსი სპეციალისტი

                      530

11

სპეციალისტი

                      515

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებ ე ლი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში,  საქართველოს ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 22- ე მუხლის მე -3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში .

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხურცილავა

კრებსითი — სრული ვერსია