1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს ,,კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:
,,ლ)მუნიციპალური შესყიდვების სამსახური;“.
2. დებულების მე-13 მუხლს 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი:
,,92.მუნიციპალური შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის მომზადებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას, შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, შესყიდვის პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, ასევე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მუნიციპალიტეტის ორგანობისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.
|