|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ზღვრული მოცულობა თვეში 500(ხუთასი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორცილებისათვის დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული თანხა არ მიეცემა საკრებულოს იმ წევრს, რომელიც თვის განმავლობაში თუნდაც ერთხელ გააცდენს საკრებულოს სხდომას, გარდა ავადმყოფობისა და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევისა, რის შესახებაც საკრებულოს წევრი ვალდებულია წერილობითი განცხადებით მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს.
|
|