|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №–8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ |
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №–726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №–945 ბრძანებულების შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
. ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №–8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №–1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: (დანართი №–1 თან ერთვის):
დანართი №–1 მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება განხორციელდეს 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|