1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №102, მუხ. 1532) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ დებულების (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;“. |