2.
მე-5 მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი – სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირება და მათზე ზედამხედველობა; აეროდრომების, ვერტოდრომების და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა; ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საწვავ-გასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა; ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება; აეროპორტის და აეროდრომისპირა ტერიტორიებზე დაბრკოლებების სიმაღლეების შეთანხმება და აღრიცხვა. |