საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
33/30
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-23
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016153
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 


საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 60 მილიონი Renminbi იუანის ოდენობით (სამოცი მილიონი RMB იუანის ოდენობით).

 

 მუხლი 2

ზემოაღნიშნული უსასყიდლო დახმარება გამოყენებული უნდა იყოს მთავრობებს შორის განხილული და შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება ორ მხარეს შორის შეთანხმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 3

აღნიშნული შეთანხმების შესრულებისათვის საჭირო საბუღალტრო პროცედურები შეთანხმებული იქნება ჩინეთის განვითარების ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინტროს შორის.

მუხლი 4

შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

ხელმოწერილია თბილისში,  2012 წ ლის 10 ივლისს,  ორ ეგზემპლარად, ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, თითოეულ მხარესთან ინახება ერთი ორიგინალი, სამივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

 

საქართველოს მთავრობის  სრულუფლებიანი წარმომადგენელი ფინანსთა მინისტრი 

დიმიტრი გვინდაძე 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კომერციის მინისტრის მოადგილე 

ჩონგ ცვუან

 


 

 

კრებსითი — სრული ვერსია