„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
228/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-15
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.022.016494
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №228/ნ

2012 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 220211, 22/02/2011, 360160000.22.022.016056) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. თუკი თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის  შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება ვერ ხერხდება ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დადგენილი წესით, ზემოაღნიშნული პირის მიმართვის საფუძველზე სკოლა უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები და უზრუნველყოს გამოცდების ჩატარება ამ დებულებით დადგენილი წესით.”.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხატია დეკანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია