„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
226/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-15
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016492
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №226/ნ

2012 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის  დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის  №99/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1840, 430030000.22.022.016012) დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების მე-11 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა, არ ხორციელდება მხოლოდ მოწვეული პერსონალის, მკვლევრების ან მასწავლებლების მიერ.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხატია დეკანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია