საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №416
2012 წლის 28 სექტემბერი
ქ . თბილისი
„ გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის № 904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
მუხლი 1. „ გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის № 904 ბრძანებით ( სსმ III, 30.12.2009 წ ., №159, მუხ .1979) დამტკიცებული „ გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის “ ( დანართი № 1) მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ მუხლი 7. სტატუსის კოეფიციენტის ( ST- ის ) გაანგარიშება
სტატუსის კოეფიციენტი (ST) მიიღება თვითმმართველი ერთეულის, დედაქალაქისა და მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსების ჯამით:
ST = S U+ SCC + SM
სადაც,
S U – წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს და განისაზღვრება 1.0-ის ოდენობით;
SCC – წარმოადგენს დედაქალაქის სტატუსს და თვითმმართ ვ ელი ქალაქ ების თბილისის და ბათუმისათვის განისაზღვროს 3.8-ის ოდენობით;
SM – წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია, სტატუსს და განისაზღვროს – 0.2-ის ოდენობით . “.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 28 სექტემბრიდან.
ა . ხეთაგური