|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს უმაღლეს განათლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №203 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2012, 430210000.10.003.016876) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|