„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
420
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-11
სარეგისტრაციო კოდი
480180000.10.003.017099
„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №420

2012 წლის 10 ოქტომბერი

   ქ.თბილისი

 

„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 480180000.10.003.016169) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო პორტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 


პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი



„დანართი №3

საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო

პორტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი


 

საზღვაო პორტები, აეროპორტები, რკ/გ სადგურები, სახმელეთო გადასასვლელები

საბაჟო გამშვები პუნქტი

საზღვაო ტრანსპორტზე

 

„ფოთისა და ყულევის პორტები“

„ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“

„ბათუმის პორტი“

„ბათუმის პორტი და აეროპორტი“

საჰაერო ტრანსპორტზე

 

„თბილისის აეროპორტი“

„თბილისის აეროპორტი“

„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“

„ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“

„ბათუმის აეროპორტი“

„ბათუმის პორტი და აეროპორტი“

სარკინიგზო ტრანსპორტზე

 

„გარდაბანი“

„გარდაბანი და მტკვარი“

„სადახლო რკინიგზა“

„სადახლო“

საავტომობილო ტრანსპორტზე

 

„წითელი ხიდი“

„წითელი ხიდი“

„გუგუთი“

„გუგუთი“

„სადახლო“

„სადახლო“

„ლაგოდეხი“

„ლაგოდეხი“

„ვალე“

„ვალე“

„ნინოწმინდა“

„ნინოწმინდა“

„ყაზბეგი“

„ყაზბეგი“

„სარფი“

„სარფი“.“.

 


კრებსითი — სრული ვერსია