ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ნიგერის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
157/1
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-23
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016143
ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ნიგერის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
 
 
 

 

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ნიგერის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

 

საქართველო და ნიგერის რესპუბლიკა,

 

ხელმძღვანელობენ რა თავიანთი საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და განამტკიცონ ორმხრივი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე; 

 

ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებითა და მიზნებით და 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებით; 

 

იღებენ გადაწყვეტილებას, წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან, საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

 

ყოველივე აღნიშნულის ქვემორე ხელმომწერმა სრულუფლებიანმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს. 

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 30 მაისს, ქართულ და ფრანგულ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

 

 

საქართველოს სახელით

 

 

მისი აღმატებულება, ბატონი

ალექსანდრე ლომაია

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

ნიგერის რესპუბლიკის სახელით

 

 

მისი აღმატებულება, ბატონი

ბუბაკარ ბურაიმა

 

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიგერის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

 

 

 


 

 

კრებსითი — სრული ვერსია