ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
150/1
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-22
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016129
ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
 
 
 

 

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

საქართველო და ჰაიტის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

 

გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

 

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

 

მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.

 

მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.

 

წინამდებარე ერთობლივი კომუნიკე ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2011 წლის 16 დეკემბერს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით

 

_____________________________

 

მისი აღმატებულება ბატონი ალექსანდრე ლომაია

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

 

ჰაიტის რესპუბლიკის სახელით

 

_____________________________

 

მისი აღმატებულება ბატონი

ჟან ვესლი კაზო

ელჩი

ჰაიტის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან

 

 


 

 

კრებსითი — სრული ვერსია