„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
222/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-10
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016488
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №222/ნ

2012 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის  დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის  №99/ნ ბრძანებაში (სსმ, 126, 01/10/2010, სარეგისტრაციო კოდი:  430030000.22.022.016012) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

,,4. 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლების მატერიალური რესურსით აღჭურვასაც ახორციელებს სახელმწიფო, არ ვრცელდება ამ დებულების მე-4 მუხლის მოთხოვნები.

5. 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებამდე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლების მატერიალური რესურსით აღჭურვასაც ახორციელებს სახელმწიფო, არ ვრცელდება ამ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიხატია დეკანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია